"სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას "შუმოკი"არ უნახავს და არ მოუსმენია"
სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, როდესაც საუბარია 3 ათასკაციან ციხეში დაწყებულ ხმაურზე, ასეთ დროს კედლები ზანზარებს, კარებები ინგრევა, ადამიანებს შორის ლაპარაკი შეუძლებელია, ხმა ციხის კედლებს სცდება და გვერდით კორპუსებშიც კი გადის.
"თავად ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ სააკაშვილის ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და ხმა არ შედიოდა. ტელევიზორი ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული არ იქნებოდა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი “შუმოკი” არ იყო. თუ რამდენიმე პატიმარი შეძახილს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს, ადამინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი, შეურაცხმყოფელია და ცილისწამებაა. ერთადერთი რაც იქაურობას აწუხებდა, ეს იყო გარეთ მეგაფონების ხმა და იქ მისული მანიფესტანტების ლაპარაკი, რითაც პატიმრებს აწუხებდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ინტერპრესნიუსი"