რას წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

რას წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე?

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება. ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ - აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია "ტვიტერზე" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"