"ნაციონალური მოძრაობა" აქციას ხვალ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართავს
"ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მორიგი აქცია, ხვალ, 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება.ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხვალ 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს“, - განაცხადა მელიამ.
"ინტერპრესნიუსი"