საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა.
„ტრე კრუნურისთვის“ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ ესპანეთის საბერძნეთთან წაფორხილების შემთხვევაში, დღესვე შეეძლო მოეპოვებინა მუნდიალის საგზური, ხოლო „ჯვაროსნებისთვის“ სატურნირო თვალსაზრისით არავითარი, გამარჯვება მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო და სერიოზული სამომავლო სტიმული. შვედური მედია ოპტიმისტურად კი იყო განწყობილი, მაგრამ მაინც შიშობდა. თურმე, არცთუ ტყუილად.
დებიუტში უპირატრსობას მასპინძლები დაეუფლენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, სტუმრებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, მასპინძელთა შეცდომის იმედად იყვნენ, რომელთაც ორი სამი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა. მე-40 წუთზე
კი ჩვენს გუნდს ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცა - აზაროვმა საჯარიმოში კვარაცხელია მონახა, მან განივი გადაცემა ლობჟანიძეს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.
პირველი ტაიმის მსგავსად მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, რასაც სკანდინავიელთა კონტრიერიშები და ორი გაცუდებული საჯარიმო მოჰყვა, ხოლო შემდეგ კლასონმა რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ უწია კვარაცხელიამ - საჯარიმოდან მოულოდნელად ოქრიაშვილმა არ დაარტყა, ჩააწოდა, სადაც მეკარე ოლსენმა მოიგერია და ხვიჩამ ბურთი კარში შეტენა. აგუგუნდა ეროვნული გუნდის თამაშს მონატრებული გულშემატკივარი. აქტიურად შევიდნენ შეცვლაზე დავითაშვილი და ვოლკოვი. 76-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ოლსენმა მოიგერია. მაინც გაიტანა ხვიჩამ, 77-ე წუთზე გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვა და დუბლი შეასრულა.
შვედებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ისაკის დარტყმულ ბურთს ლორია დაეუფლა, რომელიც კვლავ ჩინებულად გაისარჯა და გავიმარჯვეთ.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - შვედეთი 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი (აბურჯანია 90), გვილია, ლობჟანიძე (ჩაბრაძე 81), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 81), წიტაიშვილი (დავითაშვილი 70), ოქრიაშვილი (ვოლკოვი 70)
შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლასონი (კულუსევსკი 74), ფორსბერგი, ნილსონი, სვანბერგი (ქუაისონი 78), ოლსონი, ისაკი (კარლსონი 87), იბრაჰიმოვიჩი