"არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ?" - რას წერს სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი?
მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი "ფეისბუქში" წერს, რითაც ის პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს ეხმიანება.
ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული", - წერს ადვოკატი.
"ინტერპრესნიუსი"