ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

ცნობისთვის, მსგავის ტიპის აქცია-პერფორმანსი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობენ.

იხილეთ ვიდეო