"ფარმადეპოს" ახალი დაზოგვის პროგრამა "სანდო ფარმაცევტი" - კვირის პალიტრა

"ფარმადეპოს" ახალი დაზოგვის პროგრამა "სანდო ფარმაცევტი"

"ფარმადეპო" უკვე 13 წელია მომხმარებელს მედიკამენტების შესაძენად საუკეთესო ფასს სთავაზობს. კომპანიამ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით წამოიწყო ახალი პროექტი "სანდო ფარმაცევტი“, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მედიკამენტებისა და მისი გენერიული დასახელებების შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა პლათფორმა "სანდო“, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მათთვის სასურველი მედიკამენტების, მისი გენერიული დასახელებების, მწარმოებელი ქვეყნებისა და ფასების შესახებ, რომლის საფუძველზე ისინი შეძლებენ სასურველი წამლები შეიძინონ მათზე მორგებული ბიუჯეტით.

ვებგვერდი "სანდო“ წარმოადგენს მარტივ საძიებო სისტემას, საჭიროა მხოლოდ საძიებო ველში ჩაიწეროს სასურველი, ან ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების დასახელება და დოზა. გამოჩნდება ცხრილი, სადაც მოცემულია სხვადასხვა მწარმოებელი ქვეყნისა და ბრენდული დასახელების მედიკამენტები, რის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მათი ერთმანეთთან შედარება. მიღებული მონაცემებით მომხმარებელი იღებს სასარგებლო ინფორმაციას, რომ მედიკამენტებს შესაძლებელია ჰქონდეს ზუსტად იგივე აქტიური ნივთიერება, ხოლო მათი ფასი და მწარმოებელი ქვეყანა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

- “ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც სრულად ორიენტირებულია ჩვენს მომხმარებლებზე. პირველ რიგში ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მედიკამენტებისა და მისი გენერიული დასახელებების, მწარმოებელი ქვეყნებისა და ფასების შესახებ, რადგან საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ წამლის ანალოგები უხარისხოა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს აფთიაქებში წარმოდგენილი ყველა წამალი არის უმაღლესი ხარისხის, ევროპაში აღიარებული მედიკამენტები, შესაბამისად "სანდოს“ მეშვეობით მომხმარებელს ვაძლევთ თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას, რომ მისთვის სასურველი წამალი მოარგოს მის ბიუჯეტს და გააკეთოს დანაზოგი. "სანდო“ არის მარტვი ვებგვერდი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი, ან და ექიმის დანიშნულების საფუძველზე შექმნას საკუთარი მედიკამენტების სია და მოარგოს სასურველ ბიუჯეტს. აფთიაქში მოსულს კი ჩვენი "სანდო ფარმაცევტები“ მოემსახურებიან“.

როგორც კომპანიაში ამბობენ კამპანია "სანდო ფარმაცევტი“ უკვე ჩაშვებულია და ეტაპობრივად საზოგადოებას მიეწოდება ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები, რომლის საშუალებით შეძლებენ მეტი ინფორმაციის მიღებას ფარმადეპოს აფთიაქეფში წარმოდგენილ მედიკამენტებზე. პლათფორმის ნახვა შესაძლებელია www.sando.com.ge -ზე.

(R)