"ჩემი ნათია გარდაიცვალა" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ჩემი ნათია გარდაიცვალა" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა

ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ჩემი ნათია გარდაიცვალა. განუსვენე უფალო სულსა მიცვალებულისა მხევალისა შენისა ნათიასი და დაამკვიდრე ცათა სასუფეველში სადაცა მართალნი განისვენებენ..." - წერს ბაღათურია.

პოლიტიკოსი ჯერ კიდევ 17 სექტემბერს წერდა, რომ მის მეუღლეს კოვიდი გაურთულდა - "დაგვლოცეთ ხალხო, ძაან არა, მაგრამ ოდნავ მაინც გაურთულდა კოვიდი..." - წერდა მაშინ ბაღათურია.

ნათია ფოფხაძე ალადაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული, მას ცოტა ხნის წინ ინტუბაციაც დასჭირდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს - ერთი ვაჟი და ორი გოგონა. გაგრძელება