ახალგაზრდა, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა, რომელიც მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კრიტიკულად მძიმეა ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა.

ახალგაზრდა ბიჭი კლინიკა "ჰელსიკორში" გადის მკურნალობას. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ, მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ახალგაზრდა ბიჭი ჩავარდა, რის გამოც, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.

"ინტერპრესნიუსი"