"წინ რთული კვირები გველის - ვთხოვ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა, გთხოვთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"წინ რთული კვირები გველის - ვთხოვ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა, გთხოვთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება"

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებიათ, მოუწოდებს, თავიანთი გადაწყვეტილება შეცვალონ და აიცრან.

"წინ რთული კვირები გველის და თქვენ ხედავთ, რომ მე ძალიან ვღელავ. სასწრაფოდ ვთხოვ ყველას, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა: გთხოვთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიაში ავადობის შვიდდღიანი კოეფიციენტი, რომელიც ყოველ 100 000 მოსახლეზე დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ასახავს, დღეს 277.4-მდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური მთავრობა და რეგიონების ლიდერები მომავალ კვირაში შეიკრიბებიან, რათა ზომები გამკაცრების საკითხი განიხილონ.

"ინტერპრესნიუსი"