მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე შევიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ოქტომბერს კი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ითხოვენ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, რადგან ციხის სამკურნალო დაწესებულება მას შესაბამისი სამედიცინო სერვისით ვერ უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"