"სასამართლო სხდომაზე არდასწრებით "ქოცები" მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან - უფლებების დარღვევა სახეზეა" - კვირის პალიტრა

"სასამართლო სხდომაზე არდასწრებით "ქოცები" მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან - უფლებების დარღვევა სახეზეა"

"სასამართლო სხდომაზე არდასწრებით "ქოცები" მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან - უფლებების დარღვევა სახეზეა და სამწუხაროდ, შეგუებული ვართ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი რამ შეიძლება მოხდეს", - აღნიშნული განცხადება პარლამენტში "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ "ამ ქვეყნის მშენებლობაში, მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში უდიდესი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის".

რაც შეეხება დეპუტატების შიმშილობას, როგორც ხვიჩია აცხადებს, "ადამიანის გასათავისუფლებლად შიმშილობა ეფექტური გზა არ უნდა იყოს".

"მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ. მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამას ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. კარგი იქნებოდა, ამას მისი თანაგუნდელები აყოლოდნენ. მისი, როგორც პატიმრის და ბრალდებულის უფლების შეზღუდვაა, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს და მისი უფლებები დაიცვას. კონსტიტუციური უფლებაა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს. დღეს გზების გადაკეტვის აქციებია და გვეყოლება ახალი დაკავებულები, შეიძლება ახალი მოშიმშილეებიც. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამით ხდება "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა, მაგრამ სინამდვილეში ასე ვერ გაქრება "ნაციონალური მოძრაობა", - მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, მაგრამ საბოლოო ჯამში დაძაბულობა იქამდე ვერ მოიხსნება, სანამ ის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იმყოფება.

"შიმშილობა საქართველოში პროტესტის აპრობირებული ფორმაა, ამიტომ მისაღებობა- არმისაღებობაზე დროის დაკარგვას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე უბრალოდ მინდოდა, რომ მოშიმშილე ადამიანებისთვის სოლიდარობა გამომეხატა და მათთან ერთად მეფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომელიც ყოველდღიურად იძაბება. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს, დღეს გზების გადაკეტვის აქციებია და გვეყოლება ახალი დაკავებულები და შემდეგ შეიძლება ახალი მოშიმშილეები. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამით ხდება "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა, მაგრამ სინამდვილეში, ასე ვერ გაქრება "ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ, ტანჯვა ადგება მის თითოეულ წევრს, რომელიც იძულებულებია ასეთი ფორმით დაეხმაროს თავიანთ ლიდერს, რადგან სხვანაირი ფორმატი ლაპარაკის არ დარჩა.

მე ვიფიქრებდი არა მხოლოდ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ეს შეიძლება სასწრაფო სიტუაციაა რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ დაძაბულობიდან გამოსვლაზე, საიდანაც გამოსვლა, შეუძლებელია ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ციხეში ზის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"