"მე ვარ სуსი, გისმენ და გაკონტროლებ!" - "დროას" წევრებმა ხიდებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს
პარტია "დროას" წევრებმა თბილისში, რამდენიმე ხიდიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "დროადან" აცნობეს.
"მე ვარ სуსი, გისმენ და გაკონტროლებ!"- ასეთი შინაარსის ბანერი მშვიდობის ხიდზეა გადმოფენილი. კიდევ ერთი ბანერი კი დიდუბეშია განთავსებული შემდეგი შინაარსი წარწერით: " მე ვარ цესკო და მე წაგართვი არჩევნები!"