საქართველოში ყველაზე ცნობილი "დედამთილი" აიცრა - კვირის პალიტრა

საქართველოში ყველაზე ცნობილი "დედამთილი" აიცრა

საქართველოში ყველაზე ცნობილი "დედამთილი" აიცრა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი და ცნობილი "დედამთილი" მედეა ლორთქიფაიძე დღეს "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა. მან აცრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჩაიტარა.

ჯერ კიდევ საქართველოში კორონავირუსზე იმუნიზაციის დაწყების პერიოდში არაერთი ცნობილი მსახიობი აიცრა. მათ შორის იყო 92 წლის მსახიობი თამარ სხირტლაძე.

დღეს, როდესაც საქართველოში აცრების რაოდენობამ იკლო და ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულებულია, ცნობილი სახეების გამოჩენა აცრის კამპანიაში ბევრ ადამიანს მისცემს სტიმულს.

ქალბატონი მედეა აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.