მიხეილ სააკაშვილს ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილს ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამის განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია'', - წერია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"