ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის 6 000 დოზა ჩაიტანეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის 6 000 დოზა ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, "სპუტნიკ V"-ის 6 000 დოზა ჩაიტანეს, - ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ვაქცინების მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია ხელმძღვანელობდა და "აფხაზურმა მხარემ" "სპუტნიკ V"-ის ვაქცინის 30 ათასი დოზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია.

"სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია, 6 000 დოზა, აფხაზეთში აპრილის ბოლოს ჩაიტანეს. "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში, ამ დრომდე, მხოლოდ 7 500-მდე ადამიანია აცრილი.

"ინტერპრესნიუსი"