"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბავშვთა უფლებების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არ არის" - კვირის პალიტრა

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბავშვთა უფლებების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არ არის"

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ბავშვთა უფლებების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არ არის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოზარდის ოჯახში ინტეგრირება მოხდეს.

"ბოლო ინფორმაციით, 15-მდე მოზარდი იყო. ვამოწმებთ მათ მდგომარეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ უნდა უზრუნველყონ მათი სრული რეინტეგრაცია ოჯახებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. ამ ეტაპზე ადგილზე მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება და ამაზე სრული კონტროლი გვაქვს, თუმცა, ეს ინსტიტუცია არ არის ბავშვთა უფლებების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ, ყველა ბავშვი უნდა რეინტეგრირდეს საკუთარ ოჯახებში ან ალტერნატიულ, ოჯახურ დაწესებულებაში", - განაცხადა ლომჯარიამ. მან აღნიშნა, რომ ამ თემებზე სახალხო დამცველის აპარატი პანსიონის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობს.