"ვინმე დარჩა "ოცნებაში" ვისაც ესმის ახლა რა სახიფათოა ეს ქვეყნისთვის?"
პარტიის - "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, იურისტი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს ეხმაურება და თავის ყოფილ გუნდს აკრიტიკებს:
"ჩვენ ვხედავთ, როგორ ღიად და დაუფარავად ამბობს უარს მმართველი პარტია ადამიანის უფლებების დაცვაზე! შურისძიება და ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური ვნება ანგრევს ყველაფერს და ქმნის გაუსაძლის გარემოს.
ვინმე დარჩა "ოცნებაში" ვისაც ესმის ახლა რა სახიფათოა ეს ქვეყნისთვის???
არ ვიცი…
ერთმანეთს ანუ პარტიას უმტკიცებენ "ერთგულებას" და დაავიწყდათ ა დ ა მ ი ა ნ ი და ქვეყნის რეპუტაცია!", - წერს ბესელია.
