"მიხეილ სააკაშვილის არის დაუყოვნებლივ გადასაყვანი სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში, სადაც იქნება ინტენსიური თერაპია" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის არის დაუყოვნებლივ გადასაყვანი სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში, სადაც იქნება ინტენსიური თერაპია"

მიხეილ სააკაშვილის არის დაუყოვნებლივ გადასაყვანი სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში, სადაც იქნება ინტენსიური თერაპია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გლდანში, #18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოითხოვა ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად ციხის საავადმყოფოში შესვლა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ელოდება.

"მას ესაჭიროება დაუყოვნებლივ ჩარევა, მაღალი პროფესიონალების კვალიფიკაციის პროფესიონალების. ინფორმაცია არის საგანგაშო, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილე ადამიანის მკვლელობის. მე ახლა დაჟინებით მოვითხოვ, ჩემი ლეგიტიმური უფლების, მანდატის საფუძველზე, დღესვე შემიშვან და მოვინახულო სააკაშვილი, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნამდვილად კრიტიკული. უკვე ზღვარზე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე წუთში იმედი მაქვს, რომ გამოვლენ და შემატყობინებენ, როდის შემიძლია შევიდე პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე", - განაცხადა დეკანოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"