"თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად არის, მიშაზე ვნერვიულობ, ასევე ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ძალიან ცუდად არის" - კვირის პალიტრა

"თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად არის, მიშაზე ვნერვიულობ, ასევე ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ძალიან ცუდად არის"

"თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად არის, მიშაზე ვნერვიულობ, ასევე ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ძალიან ცუდად არის", - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"თავს კარგად ვგრძნობ, არ მაქვს შიმშილის შეგრძნება. შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მიშას სიცოცხლე იყოს დაცული. როგორც კი გადაიყვანენ და დავრწმუნდები, რომ ის სათანადო კლინიკაშია და მის სიცოცხლეს მიხედავენ, იმ წუთში შევწყვეტ შიმშილობას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მე-4 დღეა რაც შიმშილობს. საოპერო მომღერლის შიმშილობის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.