"ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატოს წევრების და უფრო ხშირად ევროკავშირის მხრიდან" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატოს წევრების და უფრო ხშირად ევროკავშირის მხრიდან"

მოსკოვი არ აპირებს უგულებელყოს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან წამოსული პროვოკაციები, მათ შორის უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად "თამაში" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს თავმჯდომარე ან ლინდესთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დასავლელ კოლეგებთან დიალოგისთვის ღია არიან, თუმცა არ აპირებენ პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას.

"ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატოს წევრების და უფრო ხშირად ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის, მცდელობებს მოაწყონ სამხედრო სასწავლო მისიები უკრაინელებისთვის, მოამზადონ უკრაინის არმია იმ ქმედებებისთვის, რომლითაც ჩვენ მუდმივად გვემუქრებიან, თუნდაც იმით, რომ ძალით აიღებენ დონბასს", - განაცხადა დიპლომატმა.

როგორც სერგეი ლავროვი აღნიშნავს, დასავლეთი მხარს უჭერს საომარ რიტორიკას და უკრაინაში სამხედრო მზადებას, თუმცა სიტუაციის ესკალაციას არ დაუშვებენ.

"ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არასოდეს დავუშვებთ ჩვენი ლეგიტიმური, ეროვნული ინტერესების ხელყოფას. ამის უზრუნველსაყოფად ყველა საშუალება გვაქვს"-, აცხადებს სერგეი ლავროვი.

"ინტერპრესნიუსი"