"მარ­ტო ის გახ­სოვთ ჩემი, ხა­შუ­რის ბორ­დე­ლებს რო­გორ ვარ­ბევ­დი. არა­და, რაც მე მაგ ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კას­პის ცე­მენ­ტის მტვე­რი მაქვს ნა­სუნ­თქი" - კვირის პალიტრა

"მარ­ტო ის გახ­სოვთ ჩემი, ხა­შუ­რის ბორ­დე­ლებს რო­გორ ვარ­ბევ­დი. არა­და, რაც მე მაგ ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კას­პის ცე­მენ­ტის მტვე­რი მაქვს ნა­სუნ­თქი"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას ეხმაურება.

"ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. "რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო" რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ახლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიდან "ალჯაზირა-სიენებებიანათ", მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან "თალკომდინხუები" (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა.

გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარძეც ერთი-ორ "ვალუტნი ბუტკას" ჩადგამს იქვე ჰოსპიტლის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.

ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.

ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა, რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი" - წერს ოქრუაშვილი. (წყარო)