როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად, ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზება მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ კერძო პირების ავტომობილები გაიყვანა და სამედიცინო დაწესებულების სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები განლაგდნენ. ასევე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არაერთი სპეცმანქანა შევიდა.

რაც შეეხება პალატას, სადაც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, პალატის ფანჯრებზე დამონტაჟებულია ლითონის გისოსები.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გვიან ღამით გადაიყვანენ, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს. იხილეთ ფოტოები