სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა - კვირის პალიტრა

სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა

სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უარი პროცედურული მოტივით თქვა.

„დღეს მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ისინი ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგან როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე მსგავსი პრეზიდენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ მიმართა, სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩაერთვასთან დაკავშირებით.