"თუ ევროპაში დაინფიცირების ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, მარტამდე ვირუსს კიდევ 500 000 ადამიანი ემსხვერპლება"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდით შეშფოთებულია - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემასთან საუბრისას ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ თუ დაინფიცირების ზრდა ამ ტეპით გაგრძელდა და ქვეყნებში რეგულაციები არ დაწესდა, მარტამდე ვირუსს კიდევ 500 000 ადამიანი ემსხვერპლება.
"კოვიდ-19 კიდევ ერთხელ გახდა სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა მან.
ჰანს კლუგეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო ვაქიცნაცია დაწესდება, ეს არა პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"ინტერპრესნიუსი"