"მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს ენდობა და ემორჩილება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს ენდობა და ემორჩილება"

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას "თავდადებით იკვლევენ".

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაინიშნება სპიკერი ექიმი, რომელიც საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

"მისი მდგომარეობა შეესაბამება 50-დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას, ექიმები თავდაუღალავად შრომობენ, ჩემი თვალით ვნახე, როგორ შრომობენ, თავდადებით იკვლევენ, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს. არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში სრულფასოვანი შეფასება, ასევე მკურნალობის საკითხი, ესეც მალე გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციურ სიღრმისეულ კვლევებს. მიხეილ სააკაშვილი ენდობა ექიმებს, ის მათთან თანამშრომლობს.

მისი განწყობა ახალა პირობის შესაბამისია, მან თქვა, რომ შესაბამის გარემოში კვების აღდგენას დაიწყებდა, კვების აღდგენა ძალიან რთული პროცესია, ის ექიმების რეკომენდაციებს ენდობა და ემორჩილება. როგორც ვიცი, სპიკერი დაინიშნება და რომელიც კონსილიუმის სახელით ილაპარაკებს, ეს გამორიცხავს დეზინფორმაციის გავრცელებას, ეს იქენბა კარგად ორგანიზებული პროცესი", - განაცხადა ჩალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"