"ვუყურე… ძალიან გავბრაზდი… თითქმის შემეცოდა…" - კვირის პალიტრა

"ვუყურე… ძალიან გავბრაზდი… თითქმის შემეცოდა…"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილზე. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან Credit Suisse დავის ფარგლებში ჩვენებას დისტანციურად აძლევდა, ამ კონტექსტში მან ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა და თქვა, რომ ღარიბაშვილი არ იყო მისთვის ავტორიტეტი ამ საკითხში, არ იყო ფინანსისტი, არც იურიდიული განათლება ჰქონდა და ის ვერ გადაამოწმებდა შესაბამის საკითხებს... ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები 18-19 ნოემბრით თარიღდება, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერმუდის სასამართლოში ფინანსურ დავას ესწრებოდა და ჩვენებას აძლევდა.

"ვუყურე… ძალიან გავბრაზდი… თითქმის შემეცოდა… ბევრი სხვისგან, იქნებ ყველასგან კი, მაგრამ მისგან ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას…

ხვალ/ზეგ ჩემი ქვეყნის მთავრობის სხდომა უნდა ჩაატაროს… თითქოს არც არაფერი, მაგრამ მაინც..." - წერს ხიდაშელი.