"სიურპრიზი გამიკეთეს, თეატრალურში სწავლა დამიფინანსეს"
26 წლის ახალგაზრდის - ალექსანდრე ბუზალაძის ვიდეო, სოციალურ ქსელში აიტაცეს. სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აბრუნებს ის ქოთანში ქუჩაში წაქცეულ მცენარეს. ალექსანდრე ამბობს, რომ ვიდეო ძველია, თუმცა სოციალურ ქსელში არც ისე დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული.
ალექსანდრე გვიყვება, რომ გვიან ღამით სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შენიშნა, საყვავილე ძირს ეგდო. ალექსანდრე არც დაფიქრებულა ისე მოათავსა ყვავილი საყვავილეში და მიწაც ჩაუმატა.
ამბობს, რომ ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდებოდა და ამდენი დადებითმა კომენტარმა ძალიან გაახარა და დასძენს, რომ დიდი სურპრიზიც გაუკეთეს - სწავლა დაუფინანსეს.
იხილეთ ინტერვიუ palitravideo.ge