კახა ლომაია: "ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ"
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განათლების ყოფილი მინისტრი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია მივიდა.
ლომაიას განცხადებით, მისთვის უცნობია მოახერხებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას.
,,ჩამოვედი ჩემი მეგობრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად. თუ ეს შესაძლებელი იქნება და ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, შევალ და ვნახავ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა კახა ლომაიამ.