"შენ მაგ ბიჭს უყ­ვარ­ხა­რო, გამომიცხადა... ძალიან ცუ­დად ვიქცეოდი და მი­ჩივ­ლა შვი­ლებ­თან, გა­მიმ­წა­რა მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბაო" - კვირის პალიტრა

"შენ მაგ ბიჭს უყ­ვარ­ხა­რო, გამომიცხადა... ძალიან ცუ­დად ვიქცეოდი და მი­ჩივ­ლა შვი­ლებ­თან, გა­მიმ­წა­რა მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბაო"

პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში მხოლოდ ლელასთან, სტუდენტობისა და შეყვარებულობის პერიოდს იხსენებს. ბურჯანაძის თქმით, სტუდენტობის დროს, ყოველ საღამოს 9:00 საათზე უკვე სახლში იყო ხოლმე.

კითხვაზე, თუ როგორ იქცეოდა შეყვარებული ნინო ბურჯანაძე, ის ასე პასუხობს:

"როგორც ჩემი ქმარი ამბობს, ვიქცეოდი ძალიან ცუდად და რაღაც პერიოდის წინ, მიჩივლა შვილებთან, გამიმწარა მთელი სტუდენტობაო, კინოში არ წამომყვაო, არსად არ წამომყვაო, არ შემარგოო შეყვარებულობის პერიოდიო.

სულ გვახსენდება ხოლმე, დამპატიჟა კალათბურთზე, მე წავიყვანე ჩემი ახლობლის შვილი, რომელიც ჩემზე შვიდი წლით პატარაა და ჩავისვი შუაში. სახლში რომ მომყავდა ჩემი ახლობლის შვილი, შენ მაგ ბიჭს უყვარხარო, გამომიცხადა.

დღემდე მაძახებს, არ შემარგო შეყვარებულობაო. ეს გაგრძელდა ორ წელზე მეტი. ამაზე ჩემი შვილები ძალიან ხალისობენ და ცოტა ირონიულადაც კი უყურებენ", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

იხილეთ ვიდეო: