ქუთაისში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა - კვირის პალიტრა

ქუთაისში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პატარა მოსე ორსულობის 36 კვირის ვადაზე, 5 კგ და 100 გრ გაჩნდა. ექიმის ინფორმაციით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.