"ჩვე­ნი კა­რა­ო­კე კლუ­ბი გვაქვს და ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი... სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული..." - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩვე­ნი კა­რა­ო­კე კლუ­ბი გვაქვს და ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი... სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული..." - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი

15 წლის იყო ლევან პავლიაშვილი, როდესაც თბილისიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა ასე გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდას სწავლა რუსეთში უნდა გაეგრძელებინა, სადაც ცნობილი მომღერალი და მამა, სოსო პავლიაშვილი ელოდებოდა. ლევანი ცნობილ მამას მხოლოდ გარეგნულად კი არ ჰგავს, მუსიკალური ნიჭიც გამოჰყვა. სოსო პავლიაშვილის ერთადერთ ვაჟს, რუსეთის მეგაპოლისში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, სამშობლო მაინც ენატრება და წელიწადში ორჯერ მაინც სტუმრობს საყვარელ თბილისს.

მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლების წინ ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს საერთო ვაჟი, ლევანი ჰყავთ. 1997 წელს, პავლიაშვილმა 16 წლით უმცროსი მოცეკვავე - ირინა პატლახი გაიცნო, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა და ორი გოგონა გაუჩნდათ.

როგორია ლევან პავლიაშვილის მოსკოვური ცხოვრება, რას ამბობს ცნობილ მამაზე და დედაზე, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ექსკლუზიურად ambebi.ge-ს ესაუბრა:

- ლევან, ბავშვობით დავიწყოთ, თბილისში ცხოვრობდით, როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 15 წლამდე მანდ ვცხოვრობდი. შემდეგ მოსკოვში წავედი, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი, რადგან უთბილისოდ არ შემეძლო. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი გული, ტვინი, ყოველთვის თბილისში იყო. დედა, ნათესავები, ბავშვური მოგონებები, წლები, რომლებიც თბილისში გავატარე. ყველას აქვს ბავშვობა, მაგრამ განსაკუთრებულად თბილისში და საქართველოში რომ ბავშვობა გვქონდა, ჩვენი პერიოდის ხალხს, ეს იყო სითბო, სიყვარული, პატივისცემა, რაც ყველაფერი კარგი იყო, ყველაფერი თბილისში იყო. ეს ბავშვობა დღემდე მაქვს გულში, სადაც არ უნდა ვიყო და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ეს ყოველთვის ჩემში იქნება.

- შემდეგ იყო მოსკოვი, სადაც მამამ წაგიყვანათ და ცხოვრება იქ გააგრძელეთ, რამდენი წლის იყავით და ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ

- დიახ, 15 წლის ასაკიდან ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლა მოსკოვში გამეგრძელებინა. 2002 წელს გადმომიყვანეს მოსკოვში. აქ სუვოროვის სასწავლებელში ვისწავლე. მოსკოვში ჩამოსვლისას, ერთადერთი პრობლემა მქონდა რომ რუსული არ ვიცოდი. აქაური მეგობრების დახმარებით ვისწავლე, ყველაფერი ხომ მაინც პრაქტიკაა.

- ფიზიკურად ძალიან გავხართ მამას, ასევე არაჩვეულებრივად მღერით და რუსეთში ყველა გიცნობთ... როდის აღმოაჩინეთ სიმღერის ნიჭი?

- დიდი მადლობა, მიხარია, ამას რომ მეუბნებით. დიახ, ვგავარ, მაგრამ ბავშვობიდან ამას ვერ ვამჩნევდი. ახლა რაც გავიზარდე და ერთად რომ ვართ, ვხედავ, რომ უფრო დავემსგავსე. რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან მიყვარდა. დედა მუსიკოსი მყავს და მამა მომღერალი, ბავშვობიდან მქონდა ეს გენეტიკურად. რომ წამოვიზარდე კონკურსებში ვმონაწილეობდი. შემდეგ კარაოკეშიც ვმღეროდი და მივხვდი, რომ შემიძლია სიმღერა. თან მე თვითონ ძალიან მიყვარს სიმღერა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, კარგად იცით, თბილისელებს რა გემოვნება გვაქვს მუსიკისა და სიმღერაში.

- სოსო პავლიაშვილი როგორი მამაა?

- ძალიან სამართლიანია, მომთხოვნია და მკაცრი, როცა საჭიროა და ასეც უნდა იყოს. საერთოდ სოსო მოსიყვარულე ადამიანია. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ, დიახ, მეამაყება რომ სოსო მამაჩემია. ჩვენ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბავშვობაშიც ასე იყო და ახლაც ასეა, მომავალშიც ასე იქნება. ისეთ საიდუმლოს გავუმხელ ხოლმე, რომ ჩემ ძმაკაცს და უახლოეს მეგობარს ვერ ვეტყვი. ძალიან კარგი რჩევები იცის, კარგი დარიგება. ძალიან კარგი მამაა სოსო.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები