"ჩვენ მარ­თლა შე­ვუღლდით. ღმერ­თს ვფი­ცავ, მე მჯე­რა ამის!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მარ­თლა შე­ვუღლდით. ღმერ­თს ვფი­ცავ, მე მჯე­რა ამის!"

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი კიანუ რივზი ეჭვობს, რომ მან და უაინონა რაიდერმა 1992 წელს, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის, "დრაკულას" გადაღებების დროს ღვთის წინაშე ნამდვილად იქორწინეს.

კიანუ რივზიც და უაინონა რაიდერიც, ფილმის გადაღებებიდან 25 წლის შემდეგ ფიქრობენ, რომ ნამდვილად არიან ერთმანეთზე დაქორწინებულნი, ეს იმიტომ, რომ კოპოლამ ამ სცენის გადასაღებად ნამდვილი მღვდელი დაიქირავა.

უაინონამ ჯერ კიდევ 2018 წლის ინტერვიუში ისაუბრა ამ თემაზე. "ჩვენ მართლა შევუღლდით "დრაკულაში". ღმერთს ვფიცავ, მე მჯერა ამის! ქორწინების კადრებში ფრენსისმა რუმინელი მღვდელი ათამაშა. მთავარი სცენა გადავიღეთ და მან მთელი ცერემონია წესისამებრ ჩაატარა, ამიტომ მჯერა, რომ დაქორწინებულები ვართ", - ამბობდა მსახიობი.

57 წლის კიანუ რივზმა კი Esquire-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სჯერა, ღვთის წინაშე ის და რაიდერი შეუღლებულად ითვლებიან: "მთელი ქორწილის სცენა გადავიღეთ მღვდელთან ერთად. უაინონა ამტკიცებს, რომ დავქორწინდით, კოპოლაც ამას ამბობს. ასე რომ, ალბათ მართლაც ასეა.

ambebi.ge