"100-120 წლის წინ ქართველებს იქ თავიანთი ქუჩაც კი ჰქონდათ. იქ იყო სტალინის პირველი ცოლის - კატო სვანიძის ძმაც, ალიოშა სვანიძე, იქაურ ადმინისტრაციას ეხმარებოდა" - კვირის პალიტრა

"100-120 წლის წინ ქართველებს იქ თავიანთი ქუჩაც კი ჰქონდათ. იქ იყო სტალინის პირველი ცოლის - კატო სვანიძის ძმაც, ალიოშა სვანიძე, იქაურ ადმინისტრაციას ეხმარებოდა"

ბევრისთვის უცნობი ჩინეთი

"ჩინეთში ძალიან ბევრი ტურისტული, ისტორიული ადგილია, რომელთა შესახებ ქართველმა ტურისტებმა ბევრი არაფერი იციან და ამიტომაც, უმეტესად პეკინსა და შანხაიში ჩადიან", - ამბობს შალვა ჩიხლაძე, რომელიც რამდენიმე წელი ჩინეთში ცხოვრობდა და სწავლობდა...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კონკურსში მონაწილეობა მივიღე და რამდენიმე ადამიანი შეგვარჩიეს, სასწავლებლად ჩინეთში გაგვიშვეს, სადაც ენისა და კულტურის პროგრამაზე ვსწავლობდი, ეს კი საუკეთესო საშუალება იყო ჩინეთის გასაცნობად. წლების შემდეგ, უკვე თბილისში დაბრუნებულმა, სტიპენდია მოვიგე და პეკინში მაგისტრატურაზე განვაგრძელე სწავლა. პეკინი დიდი ქალაქია, მაგრამ ჩემი ჩინეთში პირველი ჩასვლა უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მეორე..."

"უცხოელი სტუდენტი რომ ვიყავი, ეს გარკვეულ პრივილეგიებს გულისხმობდა და რამდენჯერმე უნივერსიტეტის გარე ორგანიზაციებსაც დავუპატიჟებივარ, ღია "ვორქშოპები" ყოფილა. არ მოველოდი ჩინეთი თუ სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. საინტერესო ერია. მკვეთრად მატერიალისტური და პრაგმატულია იქაური ხალხი".

"ძალიან საინტერესოა ქალაქი ხარბინი, სადაც ქართველები ჯერ კიდევ ასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ახლა იქაურობა ჩვენთვის უცხოა, თორემ ასი და ას ოცი წლის წინ ქართველებს იქ თავიანთი ქუჩაც კი ჰქონდათ. ბევრი საინტერესო ბიოგრაფიის ქართველი იყო, მათ შორის, სტალინის პირველი ცოლის - კატო სვანიძის ძმა, ალიოშა სვანიძე. იგი იქაურ ადმინისტრაციას ეხმარებოდა. მის შესახებ ინფორმაცია ქართულ წყაროებში არსად მინახავს. ინფორმაციას სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ოქსფორდის ერთ-ერთ წიგნში. ქართულმა გვარმა მიიქცია ყურადღება".

"1934 წელს სტალინმა დელეგაცია გაგზავნა ჩინეთში, რომელსაც მისი ყოფილი ცოლისძმა ხელმძღვანელობდა. მან იქ დაჰყო რაღაც პერიოდი, გარკვეულ ინფრასტრუტურულ სამუშაოებს, ხიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ამავდოულად, ადგილობრივებს ფინანსური მართვისა და მენეჯმენტის საკითხებს აცნობდა. რაღაც პერიოდის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ როგორც ვიცით, იგი ბერიას რეპრესიებს შეეწირა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე