"აქ რომ მორალისტობთ, ახლა რატომ არ იღებთ ამაზე ხმას???" - რას წერს ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

"აქ რომ მორალისტობთ, ახლა რატომ არ იღებთ ამაზე ხმას???" - რას წერს ეკა ბესელია?

იურისტი, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხს ეხმაურება:

"გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ძალიან საზიანო პროცესი და არ აჩერებს საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად "ოცნება" ცუდი წარსულის "უვადოდ" დატოვებას!!!

"ოცნების" დამცველებს ვეკითხები, აქ რომ მორალისტობთ - ეს კანდიდატები იმ წინა უსამართლო სისტემის ნაწილი არ იყო???

ახლა რატომ არ იღებთ ამაზე ხმას???", - წერს ბესელია.