"მას შე­ე­შა­ლა უბ­რა­ლოდ, ჩემი შვი­ლი მისი ჯგუ­ფე­ლი ბაღ­ში არ ყო­ფი­ლა, სხვა­დას­ხვა ასა­კის არი­ან" - კვირის პალიტრა

"მას შე­ე­შა­ლა უბ­რა­ლოდ, ჩემი შვი­ლი მისი ჯგუ­ფე­ლი ბაღ­ში არ ყო­ფი­ლა, სხვა­დას­ხვა ასა­კის არი­ან"

"შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება..." - განაცხადა ექსპერზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში, რომელშიც მშობლებთან ურთიერთობასა და ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

ედუარდ სააკაშვილი 1995 წლის 21 ივლისს დაიბადა. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს. ჩხარტიშვილი ნათია 1985 წელს დაიბადა, მიშიკო კი 1990 წელს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ედუარდ სააკაშვილის ჯგუფელები ისინი ვერ იქნებოდნენ.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა სტატია, სათაურით: "ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ედუარდ სააკაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა და სიცრუეში ადანაშაულებს..."

ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არავის არ უპირისპირდება და ედუარდს უბრალოდ სახელი შეეშალა. თუმცა, ვინ არის მიხეილ სააკაშვილისთვის არასასურველი ფიგურა, რომლის შვილთან ერთადაც ედუარდი ბაღში სწავლობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არავის ვუპირისპირდები, ედუარდი კარგი ახალგაზრდაა და მასთან დასაპირისპირებელი რა მაქვს. მას შეეშალა უბრალოდ, ჩემი შვილი მისი ჯგუფელი ბაღში არ ყოფილა, სხვადასხვა ასაკის არიან. აერია სახელები სხვის შვილს გულისხმობდა", - განაცხადა ნანა გოთუამ.