სმარტფონის ყიდვის გზამკვლევი - როგორ ვიყიდოთ საუკეთესო მობილური ტელეფონი?
არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც თქვენთვის სასურველი მობილური ტელეფონის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. საჭიროა, განსაზღვროთ, რა ძირითადი მიზნისთვის გსურთ მისი გამოყენება. გთავაზობთ ერთგვარ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ, მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო მობილური ტელეფონი.
მობილურები დღევანდელი მაღალტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცნენ და მათი შესაძლებლობები, დროსთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერდება. რაც უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს სმარტფონებს, მით უფრო იზრდება როგორც მისი არჩევანი, ასევე, მისი მონაცემებისა და პარამეტრების რაოდენობა. შესაბამისად, მობილურების უზარმაზარი სიიდან სასურველის შერჩევა, დიდი ალბათობით, ბევრისათვის, ძალიან დამაბნეველი და რთული პროცესია.
რას უნდა დავაკვირდეთ სმარტფონის შეძენამდე? (რა უნდა ვიცოდეთ სმარტფონების შესახებ?)
- სამუშაო მახასიათებლები: პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება
თქვენი სმარტფონის პროცესორი, რომელიც ასევე, ცნობილია როგორც ჩიპსეტი, პასუხისმგებელია თითქმის ყველაფერზე, რაც საჭიროა სმარტფონის ფუნქციონირებისთვის. არსებითად, ეს სისტემის ტვინია და პროცესორების უმეტესობა, ასევე, აღჭურვილია AI შესაძლებლობებით, რაც თქვენს სმარტფონს იმ „ჭკვიან“ მოწყობილობად აქცევს, როგორადაც ის დღეს არის წარმოდგენილი.
ამიტომაც, როდესაც თქვენთვის სასურველ მობილურს არჩევთ, მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ მისი პროცესორის ტიპს, რადგან ის პირდაპირ კავშირშია მობილურის ფუნქციონირებასთან. პროცესორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს: Snapdragon, Apple A13 Bionic, Exynos 990 და Kirin 990. ასევე, შეგიძლიათ, შეარჩიოთ დაბალი სიმძლავრის პროცესორები საშუალო დონის და ბიუჯეტის მოწყობილობებისთვის, როგორიცაა Snapdragon 730 და 730G და სხვ.
რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, ეს იმ სისტემის მეხსიერებაა, რომელშიც ინახება ყველა ის მონაცემი, რომელსაც სმარტფონის აქტიური აპლიკაციები იყენებენ. საკმარისი ოპერატიული მეხსიერება, თქვენს მობილურს, უფრო დიდი რაოდენობით აპლიკაციის, უკეთესად მუშაობის საშუალებას მისცემს, რაც მნიშვნელოვნად აისახება თქვენს მრავალფუნქციურ გამოცდილებაზე.
თუ სმარტფონს მარტივი, ყოველდღიური საქმიანობისთვის (ზარები, sms-ები, WhatsApp, სოც.ქსელები) იყენებთ, შეგიძლიათ 3-4 GB ოპერატიული მეხსიერებით გახვიდეთ ფონს. ხოლო, თუკი მობილურს სხვა, უფრო სერიოზული დანიშნულებისთვისაც იყენებთ და მეტი ენერგიის მოხმარება გჭირდებათ, თქვენთვის იდეალური გამოსავალი იქნება 6-8 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.
- ოპერაციული სისტემის შერჩევა - iOS-ი თუ Android-ი?
არსებობს ოპერაციული სისტემის ორი ვარიანტი: Android ან iOS. რეალურად, არჩევანი ამ ორს შორის, იმაზე უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ორივე ოპერაციულ სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეების საკმაოდ დიდი სია. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს თქვენი მოწყობილობის „ჩხრეკა“ და მისი პერსონალურად მორგება, სასურველი მომსახურებების მეტად მარტივად მიღება, თქვენ Android-ის გუნდის წევრი ხართ. თუ მოგწონთ მარტივი, ძლიერი ოპერაციული სისტემა, რომელიც იღებს მუდმივ პროგრამულ განახლებებს და მხარდაჭერილია უფრო დიდი ხნის განმავლობაში, თქვენ ხართ iOS- ის გუნდის წევრი.
- მობილური ეკრანის ჩვენება
სმარტფონის ჩვენება არის ის მთავარი რამ, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს ახალი მობილური მოწყობილობის ყიდვისას. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკრანი ურთიერთქმედებს პროგრამასთან და აკეთებს სხვადასხვა საქმეს. თუმცა, მობილურების Display ეკრანი განვითარდა და დღეს ადამიანებმა მიაღწიეს მეტად მოქნილი ეკრანების დამზადების ეტაპს. მობილურის Display-ს ზომები, როგორც ჩანს, მუდმივად იზრდება, სცილდება სმარტფონისგან მოსალოდნელ ზომებს და დღეს უკვე 6.9 ინჩამდეც კი აღწევს. მობილურ ტელეფონებში გამოყენებული Display- ს საკმაოდ ბევრი ტიპი არსებობს.
ამჟამად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება ეკრანის ექვსი ძირითადი ტიპი: TFT LCD, OLED, AMOLED, Super AMOLED და სხვ. ასევე, არსებობს სხვადასხვა გარჩევადობა, როგორიცაა: Full HD, Full HD+ Quad HD.
- ელემენტის ხანგრძლივობა, რომელიც შეესაბამება თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნებს
ელემენტი თქვენი სმარტფონის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფლაგმანურ სმარტფონებში ელემენტის ხანგრძლივობის ოქროს სტანდარტი 6+ საათია. იდეალური ვარიანტი კი მობილურის თითქმის ერთდღიანი ინტენსიური გამოყენებაა. ამიტომ, მოწყობილობის შეძენამდე დარწმუნდით ელემენტის მუშაობაში. ასევე, სცადეთ, გამოიკვლიოთ, აქვს თუ არა ენერგიის დაზოგვის წესიერი რეჟიმი ტელეფონს, რომლის ყიდვასაც გეგმავთ.
- კამერის ხარისხი, რომელიც ამართლებს ფასს
მობილური ტელეფონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გამოყენებადი ფუნქცია, კომუნიკაციის შემდეგ, სწორედ კამერაა. დღესდღეობით, ყველა სმარტფონი აღჭურვილია კამერით, მათი ხარისხი და ფუნქციები მუდმივად უმჯობესდება. ძირითადი პრინციპები კი, რაც საშუალებას აძლევს კამერას გადაიღოს შესანიშნავი სურათები, იგივე რჩება. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ კამერის ხარისხი, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ კამერის მეგაპიქსელებს. საშუალო MP სმარტფონისთვის, 12-16 მეგაპიქსელია. ზოგიერთ სმარტფონს, აქვს მეტი მეგაპიქსელიც. მაგალითად: Samsung S20-ს აქვს 64MP კამერა და Samsung S20 Ultra - 108MP კამერით იწონებს თავს.
თუკი მობილური ტელეფონის შეძენას გეგმავ, გაითვალისწინე, რომ ონლაინ მაღაზია Citrus.ge -ზე, შეგიძლია, შენთვის სასურველი მობილური ტელეფონები განვადებით
(R)