ანეკდოტები
- ალოოო, რადიომიმღებია? - რეკავს სვანი რადიოში.
– - დიახ, რით დაგეხმაროთ?
– - ახლა თქვენს რადიოს ვუსმენ და იქნება ცოტა ხმას ჩაუწიოთ რა, მეზობლად მიცვალებული ჰყავთ და სირცხვილია.
***
- ეს ქალი რწმენისთვის იტანჯება.
- და რისი სწამს?
- სწამს, რომ 39 ზომა ფეხზე 37 ზომა ფეხსაცმლის ჩაცმა შეუძლია.
***
აწყობილი აქვს პილოტს საქმე -მიფრინდება აეროპორტში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მატარებლის მემანქანეს საქმე - მივა ვაგზალში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.
აწყობილი აქვს მეზღვაურს საქმე - მიცურდება პორტში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება.
მარტო გოგონას ვერ აქვს საქმე აწყობილი, ის ხან პორტში უნდა იყოს, ხან აეროპორტში და ხანაც ვაგზალზე.
***
პაციენტი საოპერაციოდან გამორბის. წინ მთავარი ექიმი შეხვდება და ეკითხება:
- რატომ გარბიხარ?
- ექთანმა თქვა, ნუ გეშინია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია უმარტივესიაო.
- მერე რა, თქვენი დამშვიდება უნდოდა.
- მე კი არა, ქირურგს ეუბნებოდა!