27-30 ნოემბრის, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება - კვირის პალიტრა

27-30 ნოემბრის, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 27-30 ნოემბრის, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"შპს "თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

"თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"