ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების განაწილება? - კვირის პალიტრა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ახალი შემთხვევების განაწილება?

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 225, შიდა ქართლი - 354, გურია - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333, კახეთი - 257, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 601, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 394. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 255 - აჭარაში. 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 56 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.