დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში "ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში "ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში "ომიკრონ“ შტამით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკასთან იყო კავშირში. ა

სევე, ორი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, კონკრეტულად კი ბავარიაში.

რაც შეეხება იტალიას, იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ,,ომიკრონ“ შტამი მოზამბიკიდან ჩამოსულ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ,,ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, სახელწოდებით ,,ომიკრონი“ , პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანმომ ვირუსს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნა, რომ მას სავარაუდოდ რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის, აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"