ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ - რას წერს ცნობილი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ყოფილი მეუღლე? - კვირის პალიტრა

ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ - რას წერს ცნობილი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ყოფილი მეუღლე?

თბი­ლის­ში კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხი და­ინ­გრა. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, დი­ზა­ი­ნე­რი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი და­შორ­დნენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამის შე­სა­ხებ ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი­დან გა­ი­გო.

"ერ­თა­დერ­თი, რაც მე და კო­ტეს სა­ერ­თო გვქონ­და, Freddie Mercury-ს სიყ­ვა­რუ­ლი იყო!“ - და­წე­რა დი­ზა­ი­ნერ­მა, რის შემ­დე­გაც კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ფრა­ზაა ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რი­დან: "ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ხე­დავ, წარ­მო­სახ­ვის ნა­წი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ხე­დავ, ტყუ­ი­ლი", - და­წე­რა მან.

და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი "ფე­ის­ბუქ" მე­გობ­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა:

"იმე­დია, დრო­ე­ბი­თია",

"ეკუ­ნა, ვი­თომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მთავ­რდე­ბა?"

დი­ზა­ი­ნე­რის პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო: :"დრო­ე­ბი­თე­ბი იყო, გა­ვი­ა­რეთ... ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არც ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ნამ­დვი­ლად...“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წი­ნე­ბი­დან მალე კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცი­დან გაქ­რა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ambebi.ge-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში უარი თქვა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზეც და ზო­გა­დად სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

მა­შინ მე­უღ­ლე­ზე ამ­ბობ­და, რომ მხარ­ში და­უდ­გა და მის­თვის ამ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის დროს, ყა­ვარ­ჯნის რო­ლიც კი იტ­ვირ­თა. იხილეთ სრულად