"ძიძა არ გვყავს,ან რაღა საჭიროა?! ნატალიკო არაჩვეულებრივი დედაა, სასწაული! არავის არაფერს არ აკეთებინებს" - კვირის პალიტრა

"ძიძა არ გვყავს,ან რაღა საჭიროა?! ნატალიკო არაჩვეულებრივი დედაა, სასწაული! არავის არაფერს არ აკეთებინებს"

ქართველი სცენის დედოფალი - ნანი ბრეგვაძე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ვაჟის დიდი ბებია გახდა. ნატალია ქუთათელაძეს პატარა სანდრო დაახლოებით ორი თვის წინ შეეძინა და როგორც ნანი ბრეგვაძე ამბობს, ბავშვი უკვე მუსიკას ძალიან კარგად გრძნობს... მსოფლიოში აღიარებული მომღერალი თავად გვიამბობს ბავშვის აღზრდით გამოწვეულ უდიდესს ბედნიერებაზე...

ნანი ბრეგვაძე: - ძალიან ჯანმრთელი და კარგი ბავშვია, ყველაფერი ნორმალურად მიდის... ნატალიკოს ამდენ ხანს რძე ჰქონდა, ახლა აღარ აქვს, მაგრამ ბავშვს ამის გამო არ უჭირვეულებია. ღამის პირველ საათზე შეიძლება დაიძინოს და ექვს, შვიდ საათამდე კარგად

ძინავს. მთვარია კარგად მიირთვას და რომ შეჭამს მერე ძალიან კარგ გუნებაზე დგება, სულ ჭერს მიჩერებია და თავისთვის ბუტბუტებს... გუშინ შევამჩნიე, როცა წევს, ძალიან ბერს მოძრაობს ხელებით და ფეხებით, თან ლაპარაკობს, რაღაცას გეუბნება. - აღუსაც ამბობს და ცქმუტავს. არ ვიცი რას მიყვება, მაგრამ გუშინ ძალიან კარგად გამართო.

- მოფერებით რას ეძახით?

- სანდრო ქვია და ხან სანდონის, სანდის, რაც გამახსენდება, იმას ვეძახი... შვილთაშვილებში ერთი სანდრო კიდევ მყავს, მაგრამ ნატალიკოს ეს სახელი იმდენად უნდოდა, გიჟდებოდა და ასე თქვა, ეს ჯაფარიძეა, ის საყვარელიძე, რა მოხდაო... ასე დაიწყნარა თავი. მე უფროსს სანდროსაც არ ვეძახი - სანდროს, ჩემი სანდონები- მეთქი, ასე ვეფერები. ამას კიდევ ზოგჯერ სანდიკს ვეძახი.

- "იავნანას“ თუ უმღერით ქალბატონო ნანი?

- რა თქმა უნდა! "იავანანა ბევრჯერ ვუმღერე და გუშინ "ხანუმადან“ საცეკვაო ნომერი ვუმღერე, უნდა გენახათ, ხელებს და ფეხებს როგორ აყოლებდა... ძალიან დიდი რეაქციები აქვს და გუშინ ექიმმაც მითხრა, არ უნდა გაგიკვიდეთ, ყველაფერი ესმის, ახლანდელი ბავშვები ისეთები იბადებიან - ინდიგოები და განსაკუთრებულებიო... თავს ნამდვილად ვერ მივცემ უფლებას, არიქა ინდიგოა ჩემი ბავშვი და სასწაული-თქო... როგორც ვიცი, ინდიგო ბავშვები განსაკუთრებული თვისებების მატარებლები არიან და ამაზე არც ვილაპარაკებ! იხილეთ სრულად