"ომიკრონით" დაზაფრულებს, დღის ბოლო სიახლე, შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი შტამზე? - კვირის პალიტრა

"ომიკრონით" დაზაფრულებს, დღის ბოლო სიახლე, შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი შტამზე?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამზე, "ომიკრონზე" წერს:

"ომიკრონით" დაზაფრულებს, დღის ბოლო სიახლე, შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება "უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო".ასევე სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.