ახალი პროექტი "ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის - მოგზაურობა და დასვენება საქართველოს სოფლებში - კვირის პალიტრა

ახალი პროექტი "ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის - მოგზაურობა და დასვენება საქართველოს სოფლებში

"ლიბერთი" უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ზრუნვას და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის განხორციელებას ახალი სტრატეგიის ფარგლებშიც განაგრძობს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას სთავაზობს.

უფროსი ასაკის 30-მდე ადამიანმა "ლიბერთის" მხარდაჭერითა და Well-Being Georgia-ს­ ორგანიზებით, გურიასა და რაჭაში იმოგზაურა. მათ საშუალება ჰქონდათ თავიანთი ახალი შესაძლებლობები აღმოეჩინათ.

პროექტი სახელწოდებით "ხანდაზმულთა დასვენება სოფლად" ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებისა და კერძების დაგემოვნების გარდა, ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ აქტივობებში ჩართვასაც გულისხმობს.

liberty2-1638114987.jpg

"ლიბერთის" CSR და კომუნიკაციების მენეჯერი ნინი ბუკია ამბობს, რომ ბანკი ახალი სტრატეგიის ფარგლებში უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით მომავალშიც არაერთი ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

"ლიბერთიში" ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სჭირდებათ და აინტერესებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მათ ხშირად ვეკითხებით ამას და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში პასუხების მიხედვით მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ. Well-Being Georgia-სთან ერთად 60+ წლის ასაკის ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდა. უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ეს არ იყო მხოლოდ დასვენება და მოგზაურობა, მათთვის მუშაობდა ფსიქოლოგი, გაიმართა საინტერესო არტთერაპიული სწავლება. ამ პროექტით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უფროსი თაობის ადამიანები განსაკუთრებულად გვჭირდებიან, ისინი თავიანთი გამოცდილებით განსაკუთრებულად საინტერესოები არიან და მათთან ურთიერთობა ძალიან დიდი სიამოვნებაა", - აღნიშნა ნინი ბუკიამ.

liberty-1638114987.jpg

გურიასა და რაჭაში მოგზაურობისას "ლიბერთის" მომხმარებლებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, რაც მნიშვნელოვანია უფროსი ასაკის ადამიანების მხარდასაჭერად.

მაია ცქიტიშვილი, ფსიქოლოგი, კომპანია „Well-Being Georgia“-ს დირექტორი: „მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა უფროსი თაობის მოგზაურებმა შეძლეს, რომ გაეცნოთ ერთმანეთი, გარკვეულ თამაშებსა და შეჯიბრებებში ჩართულიყვნენ, აღმოეჩინათ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და რესურსები და, რაც მთავარია, ირწმუნეს კიდევ ერთხელ, რომ მათი ცხოვრება კიდევ უფრო ენერგიული და ნაყოფიერი იქნება. 60 წლის ზემოთ, ისევე, როგორც სხვა ასაკში, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, გართობა, დასვენება, ახალი იდეები და ახალი ჰობით დაკავება. რატომღაც საქართველოში მიჩნეულია, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანი აღარ უნდა ზრუნავდეს საკუთარ გართობასა და დასვენებაზე და, ძირითადად, თავისი ცხოვრება შვილიშვილებს, შვილებს და სახლის საქმიანობას მოახმაროს, მაგრამ, როგორც კვლევები აჩვენებს, 60 წელს ზემოთ ადამიანი ისეთივე ნაყოფიერია, ისეთივე მოტივირებული ახლის შექმნისთვის, როგორც სხვა, დანარჩენი ასაკის წარმომადგენლები.

liberty4-1638114987.jpg

პროექტის მონაწილე ზურაბ ქარელი ამბობს, რომ "ლიბერთის" ხელშეწყობით განსხვავებული ასაკის შესანიშნავი ადამიანები გაიცნო და მათთან ერთად მოგზაურობისას არაერთ ღონისძიებაში ჩაერთო.

ნაზი ნარიმანიძის თქმით, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განტვირთვა აუცილებელია და ახალგაზრდების მსგავსად გართობა მათთვისაც მნიშვნელოვანია: „ძალიან გვინდა ახალგაზრდებივით გავერთოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახში ვიკეტებით ხოლმე. შვილებსა და შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ ბებიები მხოლოდ სახლში უნდა ისხდნენ, - ამბობს პროექტის მონაწილე.

უფროს თაობაზე ზრუნვა "ლიბერთის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათ შორის მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები უფროსი თაობის ადამიანებისთვის სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ასევე, სოფლად მცხოვრები საოჯახო სასტუმროების ჩართულობა მათი კეთილდღეობის მომსახურების განვითარებაში.

"ლიბერთისა" და "Well-Being Georgia“-ს მიერ სპეციალურად 60+ წლის ასაკისათვის შექმნილი პილოტური პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. უფროსი ასაკის ადამიანებს მორიგი მოგზაურობა სამეგრელოში ელოდებათ.

ნანა მღებრიშვილი

(R)