"ისტორიული კადრი - ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - კვირის პალიტრა

"ისტორიული კადრი - ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს"

"ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი! ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ და ცრუ ბრალ­დე­ბით და­ი­ჭი­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს იღებს", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი გია აბ­და­ლა­ძე. დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ამ საქ­მის კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე მუ­შა­ობს, სწო­რედ მას გუ­ლის­ხმობს სა­კუ­თარ პოს­ტში გია აბ­და­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2011 წლის 7 ივ­ლისს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­კა­ვა, მათ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ევ­რო­პის პრეს­ფო­ტოს სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, “პრა­იმ ტა­ი­მის” ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი გია აბ­და­ლა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე 2016 წელს გახ­სნა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით ფო­ტოგ­რა­ფე­ბის: გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის გამო გა­უს­წორ­და.

კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა.

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ილა­პა­რა­კა და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე.

"2-3 დღის შემ­დეგ, ბად­რაგ­მა გა­მიყ­ვა­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­ში. დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი მი­თხრა და­მე­წე­რა, რომ 2008 წლის ომში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ჯა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის გეგ­მებს ვი­თომ ქურ­ცი­კი­ძეს ვაძ­ლევ­დი. ამა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­კან­ში. ეს ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც აღი­ა­რე­ბი­თი უკვე მი­ცე­მუ­ლი მაქვს. სა­კან­შიც ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ნი­ძემ.

გე­დე­ნი­ძე ყვე­ბო­და, რომ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლით და ოჯა­ხის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ემუქ­რე­ბო­და და აი­ძუ­ლებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბა