"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი" - კვირის პალიტრა

"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი"

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ცე­სი, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სი­ტყვით გა­მოვიდა, უკვე დასრულდა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ტყვით მი­მარ­თვა­ში სან­დრა რუ­ლოვსზე და უმ­ცროს შვილ­ზე ილა­პა­რა­კა და თქვა, რომ მათ სთხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო...

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი:

"ცი­ხის ე.წ. ლა­ტოკ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ტი იყი­დე­ბა, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ბევ­რი არ­ხია რუ­სუ­ლი, ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნი, მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან უკ­რა­ი­ნა არის რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო. მე ჩა­მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლის­გან გა­მი­გია, რომ უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ათა­სო­ბით ჩემი თა­ნა­მე­მუ­ლის­გან, რომ­ლე­ბიც მხვდე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა აე­რო­პორ­ტებ­ში. იმ ჩემი თა­ნა­მე­მუ­ლე­ე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ვხვდე­ბო­დი ემიგ­რან­ტე­ბის შეკ­რე­ბებ­ზე ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში.

რომ უნდა დავ­ბრუნ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბო­ლოს მი­თხრა ჩემ­მა 15 წლის შვილ­მა ნი­კუ­შამ, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ან ახლა ან არა­სო­დეს, ჩვენ დავ­კარ­გავთ ჩვენ ქვე­ყა­ნას.

ამის შე­სა­ხებ მი­თხრა სან­დრამ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი და რო­მელ­თან ერ­თა­დაც გავ­ზარ­დე ორი ძა­ლი­ან მა­გა­რი შვი­ლი. სან­დრას ნა­მუ­შე­ვა­რის კვა­ლი მხვდე­ბა ყველ­გან. მათ შო­რის ცი­ხის სის­ტე­მა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი კე­თი­ლი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის­თვის ჯან­დაც­ვის კუ­თხით, ისე­ვე რო­გორც სკრი­ნინ­გი და უამ­რა­ვი სხვა. რვა­ა­სი დო­ლა­რი რომ ჰქონ­და ხელ­ფა­სი, 400 იხარ­ჯე­ბო­და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში...“ - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.