"რაც არ უნდა ქნას "ოც­ნე­ბამ", დღეს, უკვე პი­რის­პირ ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში მათ შიშს და გარ­და­უ­ვალ და­მარ­ცხე­ბას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"რაც არ უნდა ქნას "ოც­ნე­ბამ", დღეს, უკვე პი­რის­პირ ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში მათ შიშს და გარ­და­უ­ვალ და­მარ­ცხე­ბას" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ საქ­მე­ე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ "შე­თი­თხნი­ლია."

"დღეს, მად­ლო­ბე­ლი ვარ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, მი­მე­მარ­თა ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. ყვე­ლამ იცის, რომ საქ­მე­ე­ბი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შე­თი­თხნი­ლია და მე ცი­ხე­ში არ უნდა ვიჯ­დე და კარ­გად დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდე.

დღის ანეკ­დო­ტი კი ისაა, რომ სა­ნამ მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის ბრალ­დე­ბით მა­სა­მარ­თლებ­დნენ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დიდი აზარ­ტით არ­ბევ­და სა­სა­მარ­თლოს­თან მი­ტინგს და სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ აპა­ტიმ­რებ­და მო­ნა­წი­ლე­ებს, მათ შო­რის, ჩემს მე­გო­ბარ გიგი უგუ­ლა­ვას, რო­მელ­საც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მი­აკ­ვლი­ეს მარ­ნე­ულ­ში.

რაც არ უნდა ქნას "ოც­ნე­ბამ", დღეს, უკვე პი­რის­პირ ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში მათ შიშს და გარ­და­უ­ვალ და­მარ­ცხე­ბას. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მალე და­ას­რუ­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს!

დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, არც ერთი ნა­ბი­ჯი უკან!" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.