"ჩვენი იდეალური შაბათი" - ვიდეო ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ოჯახურ იდილიას ასახავს - კვირის პალიტრა

"ჩვენი იდეალური შაბათი" - ვიდეო ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ოჯახურ იდილიას ასახავს

ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა ბოლო დროს ხშირად უზიარებენ თაყვანისმცემლებს თავიანთი ოჯახური იდილიის ამსახველ კადრებს. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მესამე შვილის შეძენამ ეს ვარსკვლავური წყვილი ძალიან შეცვალა. ისინი გაცილებით უფრო გახსნილები გახდნენ საზოგადოების მიმართ და აშკარად მეტ დროს უთმობენ ოჯახს.ახლახან ალბინა ჯანაბაევამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რა ბეჯითად შრომობენ ის და ვალერი გემრიელი სადილის მოსამზადებლად.

"ჩვენი იდეალური შაბათი" - ამ მინაწერით აქვეყნებს ალბინა ახალ ვიდეოს.ვალერი მელაძე, რომელიც უწინ ჟურნალისტებს მისი ოჯახის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროვებას უკრძალავდა, ვიდეოში წინსაფარში გამოწყობილი დგას და სამზარეულოში პროცესებს ხელმძღვანელობს. ამბობენ, რომ წყვილი ასეთი გახსნილი და ხალისიანი უმცროსი გოგონას, პატარა აგატას დაბადების შემდეგ გახდა.

თაყვანისმცემლებს არაერთხელ უნახავთ უძილობისგან გატანჯული ვარსკვლავური წყვილი, რომელიც თავდაყიდა დაყენებული ბავშვის საძინებლიდან მოუთხრობდა ხალხს ჩვილის დაძინების პრობლემებზე. განაგრეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო