"გიგი უგულავა უმძიმესი კრიმინალია, გარდა იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული აქვს 48 მილიონი, მას აქვს ბევრი სხვა დანაშაული ჩადენილი"
"ასეთ დესტრუქციაზე რაც გუშინ ვიხილეთ, პასუხისმგებლობა ეკისრება "ნაცმოძრაობას" და მის კონკრეტულ ლიდერებს, მათ შორის, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც გათავისუფლებულები იქნენ ციხიდან კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აქციაზე ოპერატორების დაშავების ფაქტსაც და აღნიშნა, რომ თუ სადმე ირღვევა კანონი, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი,თუმცა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.
"გასარკვევია სად ირღვეოდა კანონი და მეორე - სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ნებისმიერ ასეთ დესტრუქციაზე რაც გუშინ ვიხილეთ, პასუხისმგებლობა ეკისრება "ნაცმოძრაობას" და მის კონკრეტულ ლიდერებს, მათ შორის, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც გათავისუფლებულები იქნენ ციხიდან კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ. თქვენ ხედავთ, რომ ეს ე.წ. პოლიტიკოსები არიან მთავარი პოლარიზატორები ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მელია, უგულავა და სააკაშვილი.
ვინ არის უგულავა, ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, ის არის კრიმინალური რეჟიმის ერთ- ერთი მთავარი სახე თავის დროზე და ის არის ერთ-ერთი უმძიმესი კრიმინალი. გარდა იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული აქვს 48 მილიონი, მას აქვს ბევრი სხვა უმძიმესი დანაშაულიც ჩადენილი. ის ფიგურირებს უმძიმეს საქმეებში, რაც არის დაკავშირებული ბიზნესის რეკეტთან, მედიის მიტაცებასთან და ა.შ."- განაცხადა კობახიძემ.